''დიბალა ზამთარში ლა ლიგაში გადავა''
Aa
Aa

''დიბალა ზამთარში ლა ლიგაში გადავა''

სიცილიური „პალერმოს“ პრეზიდენტი, მაურიციო ძამპარინი აცხადებს, რომ პაულო დიბალა ზამთარში „იუვენტუსის“ რიგებს დატოვებს.

ძამპარინი დიბალას მშვენივრად იცნობს და მასთან ახლაც კარგი დამოკიდებულება აქვს. არგენტინელი ვარსკვლავი საფეხბურთო სამყარომ სწორედ ძამპარინის „პალერმო“-დან გაიცნო.

როცა მას სათადარიგოთა სკამზე ვხედავ, ტირილი მინდება. ამის ერთადერთი მიზეზი ალეგრია, რომელიც თუ ასეთი ძლიერია, „პალერმო“-ში მოვიდეს და სკუდეტო მოიგოს, „იუვენტუსთან“ ერთად ფენომენობა ძალიან მარტივია.

ორი წლის წინ, დიბალას მესიჯი გავუგზავნე და ვურჩიე, სათამაშოდ ესპანეთში წასულიყო, სადაც მისთვის ფეხბურთის თამაში გაცილებით მარტივი იქნებოდა.

ვფიქრობ, ზამთარში იგი ესპანეთში გადავა, რადგან „იუვენტუსს“ 120 მილიონი ევროს მიღება სურს. დიბალას წინადადებები ინგლისიდანაც აქვს.

„იუვენტუსის“ შემადგენლობაში უამრავი ჩემპიონია და იქ თამაში ყველას არ გამოსდის, მაგრამ ისიც გასაკვირია, რომ ისეთ ფენომენს, როგორიც დიბალაა, სკამზე ჯდომა უწევს“.

იტალიური პრესა ძამპარინის ამ განცხადებას, დიბალასა და ალეგრის შორის შესაძლო კონფლიქტს უკავშირებს, რომლის გამოც არგენტინელმა წელს გამართული რამდენიმე მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

„იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელსა და კლუბის ერთ-ერთ ლიდერს უთანხმოება წინა სეზონშიც ჰქონდათ. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, ალეგრიმ დიბალა შეცვალა, რომელმაც მწვრთნელის მიერ ჩამოსართმევად გაწვდილი ხელი არ შეიმჩნია და მას ზურგი აქცია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები