არიგო საკი:
Aa
Aa

არიგო საკი: "გუარდიოლა ლაპორტასთან მივიდა და უთხრა, რომ ოთხი მოთამაშე არ სჭირდებოდა"

„მილანის“ ლეგენდარული მწვრთნელი არიკო საკი პეპ გუარდიოლაზე საუბრობს და საკმაოდ საინტერესო ისტორიას იხსენებს.

72 წლის იტალიელი Calciomercato-ს ესაუბრა.

„გუარდიოლას მაშინაც იგივე იღბალი ჰქონდა, როცა მესამე დივიზიონიდან „ბარსელონას“ პირველ გუნდში დააწინაურეს.

ის პრეზიდენტთან მივიდა და უთხრა, რომ შემადგენლობიდან 4 მოთამაშე არ სჭირდებოდა. ესენი იყვნენ რონალდინიო, ანრი, ეტოო და დეკო.

ნამდვილი სიურპრიზი იყო, რომ სმაუელ ეტოომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც რომში „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ შედგა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ხსენებულ ფინალში ტიერი ანრიმაც ითამაშა და ისიც ძირითადში იყო. ფრანგმა იმ სეზონში ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში 25 გოლის გატანა შეძლო.

მას შემდეგ რაც პეპმა პრეზიდენტს ხსენებული ოთხი მოთამაშის გაშვება მოსთხოვა, ლაპორტამ მას ჰკითხა, თუ ვისი შეძენა სურდა. გუარდიოლას პასუხი ასეთი იყო: - არავის. ჩვენ შეგვიძლია შემადგენლობა მესამე დივიზიონში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელებით შევავსოთ, - მან რეკომენდაცია ბუსკეცსა და პედროს გაუწია.“

საბოლოოდ გუნდი რონალდინიომ და დეკომ დატოვეს. სამუელ ეტოო კი ერთი სეზონის შემდეგ მილანის „ინტერს“ შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები