Aa
Aa

"პსჟ" და მაიკლ ჯორდანი - პარიზელების ახალი ორიგინალური ფორმა

„პსჟ“-მ წლევანდელი სეზონის მე-3 ფორმა წარადგინა, რომლითაც ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ.

მაისურები მართლაც, რომ გასაოცარია. კლუბის ლოგოს გასწვრივ პარიზული გუნდის ფორმაზე მაიკლ ჯორდანი იქნება გამოსახული.

„პსჟ“-მ კალათბურთის ნამდვილ მეფესთან ხელშეკრულება გააფორმა და ამიერიდან პარიზელები მაისურების ახალ ხაზს გამოუშვებენ.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე ტომას ტუხელის გუნდს ფორმაზე „დანკის“ მომენტში მყოფი ჯორდანი ექნება გამოსახული.

ახალი მაისურები კლუბის ლიდერებმა ნეიმარმა, მბაპემ, კავანიმ, ვერატიმ, ტიაგო სილვამ და მარკინიოსმა წარადგინეს.

„პსჟ“ თავის ახალ მაისურებს პირველად „ენფილდზე“ მოირგებს, სადაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ლივერპულთან“ სუპერმატჩს ჩაატარებს.

მაიკლ ჯორდანის ბრენდმა საგრძნობი წინსვლა პარიზში განიცადა. ვინაიდან და რადგანაც ეს მხოლოდ საკალათბურთო ბრენდი არ გახლავთ გადაწყდა, რომ იგი საფეხბურთო მაისურზე იქნებოდა დატანილი.

ორი წლის წინ, პარიზში მაღაზია ჯორდან ბასტილია გაიხსნა და მან პოპულარობა მალევე მოიპოვა.

ახალი პარტნიორობის შესახებ კომენტარი „პსჟ“-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ და თავად ლეგენდარულმა მაიკლ ჯორდანმა გააკეთა.

ალ ხელაიფი: „ჩვენი და ჯორდანის ბრენდის ურთიერთობა ორივე მხარის ამბიციებს ასახავს. სტილის კომბინაცია, პერფორმანსი და ინოვაცია - ეს ჩვენი მიზანია.

მჯერა, რომ ეს პარტნიორობა ახალი ქომაგების შეძენაში დაგვეხმარება და ჩვენი მიღწევები უფრო გლობალური გახდება“.

მაიკლ ჯორდანი: „ჯორდანის ბრენდი და პსჟ სპორტის სამყაროში შესანისნავ პოზიციებს იკავებენ. ეს სტილსაც ეხება. ასე რომ კლუბთან პარტნიორობა შესანიშნავი არჩევანია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები