Aa
Aa

''გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ'' - ''ისრაელი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია''

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები თელ ავივშია. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო ისრაელს შეხვდება. საკალათბურთო დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

გოგა ბითაძე: ''ისრაელის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. ვეცდებით მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენოთ. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. თამაშისთვის ვემზადებით.''

დუდა სანაძე: ''თამაშამდე ბოლო ვარჯიში ჩავატარეთ. ბოლო დეტალები დავხვეწეთ. ტაქტიკა შევიმუშავეთ. ყველაფერი კარგადაა. ტრავმირებული მოთამაშე არ გვყავს. გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ისრაელი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია.''

 

ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები