Aa
Aa

მეორე მარცხი "აკი ბაშო"-ზე! - ტოჩინოშინი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა!

შემოდგომის "აკი ბაშო"-ს მე-5 დღეს, გულშემატკივარი ძალიან საინტერესო დაპირისპირების მოლოდინში იყო. მიმდინარე სეზონის ორი სუპერსენსაციის ავტორი - ტოჩინოშინი და მიტაკეუმი ერთმანეთს ხვდებოდნენ. ორივე რიკიშიმ ბაშოს მოგება მოახერხა, რაც უდიდესი მოულოდნელობა გახლდათ.

მიტაკეუმი შესანიშნავ ფორმაშია და საწყის 4-ვე დაპირისპირებაში წარმატებას მიაღწია. იგი 25 წლისაა, 180 სმ. სიმაღლის გახლავთ და 170 კგ.-ს იწონის. აქამდე, გორგაძემ მასთან 7-ჯერ იბრძოლა და 5-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა.

დღევანდელი ორთაბრძოლა იაპონელმა სეკიტორმა აქტიურად დაიწყო და პირველსავე შეტევისას შედეგს მიაღწია. მან ქართველს იორიკირით აჯობა და მიმდინარე ბაშოზე ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა. გორგაძე კი ლიდერებს უკვე საგრძნობლად ჩამორჩა და ბალანსი 3:2-ზე აქვს.

როგორც ვიცით, ქართველ სუმოისტს მყესის დაზიანება აქვს, რაც მის ფორმაზე ნათლად აისახება და თუნდაც მოსამზადებელ ეტაპზე, ჩვეულებრივზე მეტი ორთაბრძოლა წააგო. მიტაკეუმის კი, უდავოდ, კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე იკიოი იქნება, რომელიც 31 წლისაა, თუმცა რანგით მხოლოდ პირველი მაეგაშირაა. ქართველი მასთან ურთიერთშეხვედრებში 8:4-ს იგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები