შაფათავა წყვილთა 1/2 ფინალში გავიდა!
Aa
Aa

შაფათავა წყვილთა 1/2 ფინალში გავიდა!

სოფია შაფათავასა და იოანა გასპარის დუეტი, ბულგარეთის ქალაქ ვარნაში მიმდინარე 15 000-იან ქალთა საჩოგბურთო ტურნირის წყვილთა თანრიგის 1/2 ფინალში ითამაშებს.

ქართულ-რუმინულმა წყვილმა 1/4 ფინალური მატჩი დამაჯერებლად ჩაატარა და მიხაილოვა/იორუკის დუეტს 2 სეტში - 6:1; 7:5 მოუგო. არადა, შაფათავა და მისი მეწყვილე მე-2 სეტშიც კომფორტული უპირატესობით იგებდნენ, მაგრამ მატჩზე ჩაწოდებისას საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს.

შაფათავა/გასპარი 1/2 ფინალურ სტადიაზე ტურნირის ფავორიტებს - რუმინელ გაბრიელა ტალაბასა და ვენესუელელ აიმეტ უსზატეგის შეხვდებიან. ეს წყვილი პირველ ნომრადაა განთესილი და აქამდე ჩატარებული ორივე მატჩი 2 სეტში მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები