სიმეონე:
Aa
Aa

სიმეონე: "ერთ დღეს "ინტერი"-ს მწვრთნელი გავხდები"!

დიეგო სიმეონეს მილანის „ინტერთან“ ბოლო წლებში ხშირად აკავშირებენ და არგენტინელსაც ამ თემაზე ხშირად ეკითხებიან.

„ჩოლო“ აცხადებს, რომ „ნერაძური“ უყვარს და ერთ დღეს მისი მწვრთნელი აუცილებლად გახდება.

გასაგებია, რომ იტალიელი ჟურნალისტები „ინტერთან“ დაკავშირებულ კლასიკურ კითხვას ხშირად მისვამენ.

ყოველთვის ვამბობ, რომ ერთ დღეს ამ გუნდს გავწვრთნი, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემი აზრია. ახლა მათ შესანიშნავი თავკაცი ჰყავთ, რომელიც თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებს, მე კი „ატლეტიკო“-ში ექსტრაორდინალური პერიოდი მაქვს.

მადრიდელებთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე მაკავშირებს, ეს კი დიდი დროა“. - აცხადებს სიმეონე.

არგენტინელი ვარსკვლავი „ინტერი“-ს რიგებში 1997-1999 წლებში თამაშობდა და მასთან ერთად უეფას თასი მოიგო. „ჩოლო“-ს იტალიური კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი „ლაციო“-ში აქვს გატარებული, რომლის შემადგენლობაშიც სერია A-ს, იტალიის თასის, ქვეყნის სუპერ თასისა და უეფას სუპერ თასის ტიტული დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები