ფაკულტეტი დახურულია! - ედინ ჯეკომ უნივერსიტეტის დიპლომი მიიღო!
Aa
Aa

ფაკულტეტი დახურულია! - ედინ ჯეკომ უნივერსიტეტის დიპლომი მიიღო!

ბოსნიის ნაკრებისა და „რომას“ თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ სარაევოს უნივერსიტეტი წარმატებით დაასრულა და სპორტის მენეჯმენტის დიპლომი მიიღო.

ჯეკო სპორტისა და განათლების ფაკულტეტზე 3 წლის განმავლობაში სწავლობდა, ორშაბათს კი დიპლომი გადასცეს, რომლის დახმარებითაც კლუბის დირექტორთა საბჭოში მუშაობა შეეძლება.

როგორც ჩანს, 32 წლის ბოსნიელი ვარსკვლავი თავის მომავალს სპორტს უკავშირებს და საამისოდ ნიადაგს აქედანვე ამზადებს.

53 გოლით, ედინ ჯეკო ბოსნიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, ასევე, მისი მაისურით სარეკორდო რაოდენობის - 95 მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები