რონალდოს ბეილის სატრანსფერო ფასი აღიზიანებს
Aa
Aa

რონალდოს ბეილის სატრანსფერო ფასი აღიზიანებს

Sunday Times-ის ჟურნალისტის ჯონათან ნორტკროფტის თქმით, გარეთ ბეილთან ინტერვიუს დროს, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ მას თხოვნით მიმართა, რომ სტატიაში უელსელის სატრანსფერო ფასი არ დაეწერა.

მადრიდის „რეალი“ იმდენად ნერვიულობს თავის რეპუტაციაზე, რომ ბეილთან ინტერვიუს დროს მთხოვეს: „სტატიაში მისი სატრანსფერო ფასი არ დაწეროთ“.

მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ბეილის ტრანსფერი - მსოფლიოს სარეკორდო ტრანსფერია, კრიშტიანო რონალდოს კი ძალიან არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ვიღაცა მასზე ძვირი ღირს", - ამბობს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ უელსელი ფორვარდი "სამეფო გუნდში" 2013 წელს 100 მილიონ ევროდ გადაბარგდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები