რთული გამარჯვება! - ბოლქვაძემ პორტუგალიაში პირველი მატჩი მოიგო!
Aa
Aa

რთული გამარჯვება! - ბოლქვაძემ პორტუგალიაში პირველი მატჩი მოიგო!

20 წლის ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიის პატარა ქალაქ მონტემორ-ო-ნოვო-ს საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობს და ერთეულთა შორის პირველი მატჩი გამართა.

ბოლქვაძე მე-2 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში, 22 წლის ამერიკელ პრიანკა შაჰთან დაპირისპირება მოუწია, რომლის წინააღმდეგობაც 2 საათსა და 2 წუთში დასძლია.

ქართველმა სეტების დასკვნით ნაწილში მოუმატა და გადამწყვეტი გეიმები თავის სასარგებლოდ დაასრულა, რამაც საკმაოდ რთული შეხვედრის 6:4; 7:5-ით დასრულების საშუალება მისცა.

მარიამის მომდევნო მოწინააღმდეგე ხვალ გაირკვევა, როცა 20 წლის ფრანგი - ვინსინ რემი და 18 წლის პორტუგალიელი - ლუსია კიტერიო ითამაშებენ. როგორც ერთთან, ისე მეორესთან, ქართველი ულაპარაკო ფავორიტი იქნება.

წყვილებს შორის, ბოლქვაძე ფრანგ ესტელ კაშინოსთანაა შეამხანაგებული. ქართულ-ფრანგული წყვილი ტურნირზე მე-2 ნომრადაა განთესილი და პირველი წრისგან თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ბოლქვაძეს მხრის ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ოპტიმალურ ფორმაში არაა და კონდიციებს მეთოდურად იბრუნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები