გორგოძემ წყვილთა გათამაშება გამარჯვებით დაიწყო!
Aa
Aa

გორგოძემ წყვილთა გათამაშება გამარჯვებით დაიწყო!

საქართველოს პირველი ჩოგანი, ეკატერინე გორგოძე საფრანგეთის ბასკურ ქალაქ ბიარიცში იმყოფება, სადაც 80 000-იანი ტურნირში მონაწილეობს.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი შეხვედრა წყვილთა შორის ჩაატარა და აკგულ ამანმურადოვასთან ერთად, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი დუეტი - ხრომაჩევა/პიგოსი დაამარცხა - 7:5; 6:1.

ქართულ-უზბეკური დუეტი მომდევნო წრეში ბარა/ივახნენკოსა და მარკეტი/როსატელოს შეხვედრაში მოგებულს დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი წყვილი ტურნირზე მე-4 ნომრადაა განთესილი.

გორგოძე და ამანმურადოვა მიმდინარე სეზონში ერთად საკმაოდ ხშირად თამაშობენ და შვეიცარიაში, კლოსტერსის 25 000-იანი ტურნირიც მოიგეს, ხოლო ასტანაში ფინალურ მატჩში დამარცხდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ეკო ერთეულთა შორისაც ითამაშებს და ხვალ, იმავე, ირინა ხრომაჩევას შეხვდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში გორგოძეზე ოდნავ წინაა და 154-ე ჩოგანი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები