ილიას ზუროსმა საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია
Aa
Aa

ილიას ზუროსმა საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები 13 და 16 სექტემბერს მეორე ეტაპის სადებიუტო მატჩებს გამართავს თელ ავივსა და თბილისში.

საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოდან „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე, გაფართოვებული შემადგენლობით ემზადება. ილიას ზუროსმა თავდაპირველად 19 კანდიდატი გამოიძახა, რომელთაგან მოახლოვებული მატჩებისთვის 12 მოთამაშე შეარჩია.

ეროვნული ნაკრები 12 სექტემბერს, გამთენიისას გაემგზავრება ისრაელში, სადაც 13-ში, თელ ავივის „ნოკია არენაზე“ ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება. ისევე, როგორც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები მეორეშიც 6 მატჩს გამართავს. ჩვენი მეტოქეები იქნებიან ისრაელის, ესტონეთისა და საბერძნეთის ნაკრებები, რომლებსაც ილიას ზუროსის გუნდი გასვლა – სახლის პრინციპით დაუპირისპირდება.

 

პირველი ეტაპის შემდეგ მოხდა ჯგუფების გაერთიანება. ანუ ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდი სხვა ჯგუფის 3 საუკეთესოსთან გაერთიანდა. პირველი ეტაპზე დაგროვილი ქულები ყველა გუნდს მეორე ეტაპზე გადმოჰყვა. შესაბამისად, აქამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის ფავორიტები არიან გერმანია და საბერძნეთი, რომლებსაც პირველი ეტაპიდან 6 გამარჯვება გადმოჰყვათ. საქართველოს 2 მოგება აქვს, ხოლო ჩვენს უახლოეს მეტოქე ისრაელს – 3.

ისრაელთან ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება და 16 სექტემბერს, სპორტის სასახლეში, საბერძნეთს დაუპირისპირდება.

 

gbf.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები