ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "მალე საქმეს დავუბრუნდები" - რომელ გუნდს ჩაიბარებს ზიზუ?

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა TVE-სთან საუბრისას თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და ფეხბურთში მისი დაბრუნება დაანონსა.

„დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ მალე საქმეს დავუბრუნდები, იმიტომ, რომ მე ეს მომწონს და ეს ის არის, რასაც მთელი ჩემი ცხოვრებაა ვაკეთებ“.

როგორც მოგეხსენებათ, ზიზუს მომავალს აქტიურად უკავშირებენ „მანჩესტერ იუნაიტედს“. უფრო ადრე საუბარი ტურინის „იუვენტუსზეც“ იყო.

ზიზუმ ამ განცხადებით პრესას კიდევ უფრო მეტი თავსატკივარი მისცა - სად იმუშავებს ის?

ინგლისური პრესა პირველ რიგში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ახსენებს. მოურინიოს ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვს.

რამდენიმე დღის წინ Mirror-მა დაწერა, რომ პოლ პოგბას გუნდში ზიდანის ხილვა სურს.

თუ მოურინიოს ადგილი ფრანგმა სპეციალისტმა დაიკავა, დიდი შანსია პოგბამ „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება გადაიფიქროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები