Aa
Aa

არის 14! - ჯოკოვიჩმა US Open-ის ფინალში დელ პოტრო დაამარცხა!

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშება ტრიუმფით დაასრულა და კარიერაში დიდი სლემის მე-14 ტურნირი მოიგო.

სერბმა ვარსკვლავმა „ფლეშინგ მედოუსი“-ზე გადამწყვეტ შეხვედრაში ხუან მარტინ დელ პოტროს 3 სეტში - 6:3; 7:6; 6:3 აჯობა.

ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ფინალის მოგების შემდეგ, ზედიზედ მე-2 დიდი სლემის ტურნირი დაისაკუთრა, რაც მიმდინარე კვირიდან მსოფლიო რეიტინგის მე-3 საფეხურზე აღზევების საშუალებას მისცემს.

გამარჯვებული 2000 სარეიტინგო ქულასა და 3 მილიონ 800 ათას ამერიკულ დოლარს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ კარიერაში გამომუშავებული საპრიზო თანხით, ჯოკოვიჩი პიტ სამპრასს გაუთანაბრდა - ორი ლეგენდის ანგარიშზე 119 მილიონი დოლარია.

რაც შეეხება დელ პოტროს, მას ამერიკის ღია პირველობა 2009 წელს აქვს მოგებული, რის შემდეგაც დიდი სლემის ტურნირის ფინალში პირველად ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები