„დაკარი 2016“ ინციდენტით დაიწყო
Aa
Aa

„დაკარი 2016“ ინციდენტით დაიწყო

უსიამოვნო ინციდენტით დაიწყო ლეგენდარული ავტომარათონი "დაკარი". ბუენოს აირესში, პროლოგის მსვლელობისას, ჩინელი მრბოლელის გო მეიოლინის ავტომობილმა ბარიერი გაარღვია და მაყურებელთა ჯგუფში შევარდა.

ავარიის შედეგად, საავადმყოფოში აღმოჩნდა ათი ადამიანი. მძიმე მდგომარეობაშია ორი მაყურებელი: მამაკაცი და მისი 14 წლის ვაჟი.

"საერთო ჯამში, ათი პაციენტი მივიღეთ - ოთხი პედიატრიულ განყოფილებაში და ექვსი ზრდასრული, რომელთა შორის, ერთი ფეხმძიმეა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ცხელი ამბები