კანტონა:
Aa
Aa

კანტონა: "მომწონს მოურინიო...თუმცა მიმაჩნია, რომ გუარდიოლას ადგილი ოლდ ტრაფორდზეა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა შვიდიანმა ფრანგმა ერიკ კანტონამ "მანკუნიანელთა" დღევანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც არც თუ ისე სახარბიელოა.

კანტონა თვლის, რომ "წითელი ეშმაკებისთვის" პეპ გუარდიოლა იდეალური მწვრთნელი იქნებოდა.

"რაც ხდება ეს ძალიან ცუდია, თუმცა ჯერ მხოლოდ სეზონის სტარტია და დასკვნების გამოტანა ძალიან ადრეა.

იუნაიტედი შესანიშნავი კლუბია და ის ყველაფრის მოგებას შეძლებს, ამის დროც მოვა.

თუმცა ამჟამად მანჩესტერი კარგად ნამდვილად არ თამაშობს. როგორია მათი სტილი? ქომაგებს ეს არ მოსწონს. არანაირი კრეატიულობა.

მე მომწონს მოურინიო, ის კარგი პიროვნებაა, თუმცა იუნაიტედისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ მათი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა ყოფილიყო.

ის აქ უნდა იყოს, მაგრამ სხვაგან არის და იქ ნამდვილ ჯადოქრობებს სჩადის. მე არ შემიძლია იმ გუნდის (სიტი) სახელი წარმოვთქვა. რა თქმა უნდა ვხუმრობ, "მანჩესტერ სიტის" ვგულისხმობ. რაც არ უნდა იყოს, ისინი შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებენ.

მიმაჩნია, რომ გუარდიოლას ადგილი "ოლდ ტრაფორდზეა". ის იოჰან კრუიფის სულიერი შვილია. ვთვლი, რომ იგი ზუსტად ის ადამიანია ვინც "მანჩესტერ იუნაიტედში" უნდა იმუშაოს. მან კრუიფის ხელმძღვანელობით ითამაშა და მისგან ყველაფერი ისწავლა".

კანტონამ საუბარი სერ ალექს ფერგიუსონზე განაგრძო.

"სერ ალექს ფერგიუსონი მოთამაშეებს საშუალებას აძლევდა, რომ შემოქმედები ყოფილიყვნენ. ის მათ თავს ადამიანებად აგრძნობინებდა.

მის გვერდით ჩვენ თავს განსაკუთრებულებად ვგრძნობდით. ის კარგი ადამიანია, ნამდვილი ლიდერი".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები