თუ
Aa
Aa

თუ "მანჩესტერს" ჩაიბარებს - ზიდანი 4 ვარსკვლავის შეძენას ითხოვს

ბრიტანული Mirror-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მორიგი ფეხის დაცდენის შემთხვევაში ჟოზე მოურინიოს დაითხოვს.

პორტუგალიელის შემცვლელად "წითელი ეშმაკები" ზინედინ ზიდანს მოიაზრებენ და როგორც წყარო წერს, ფრანგ სპეციალისტთან კლუბს კონტაქტი უკვე ჰქონდა.

"ოლდ ტრაფორდზე" მისვლის შემთხვევაში ზიზუს რამდენიმე მოთამაშის დამატება სურს. ეს მისი ერთ-ერთი მოთხოვნაა.
სიაში სულ 4 მოთამაშეა: ტონი კროოსი, ტიაგო ალკანტარა, ხამეს როდრიგესი და ედინსონ კავანი.

რა თქმა უნდა ზემოხსენებული მოთამაშეების შეძენა ადვილი არ იქნება, თუმცა "იუნაიტედს" უდიდესი ფინანსური შესაძლებლობები აქვს.

ზიდანი ახალი გამოწვევისთვის მზად არის, თუმცა მოურინიოს დათხოვნა ასეთი ადვილი არ იქნება. "მანკუნიანელებს" "განსაკუთრებულისთვის" საკმაოდ დიდი კომპენსაციის გადახდა მოუწევთ.

ჯერჯერობით უცნობია პოლ პოგბას მომავალი, რომელსაც "ბარსა" და "იუვენტუსი" ეპატიჟებიან.

უახლოესი შეხვედრები ბევრ რამეს გადაწყევტს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები