გრიზმანი:
Aa
Aa

გრიზმანი: "თუ ბექჰემს სურს, რომ მე მის გუნდში ვითამაშო, მაშინ ამისთვის მზად ვარ"

როგორც მოგეხსენებათ ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა MLS-ში ახალი საფეხბურთო კლუბი დაარსა, რომელსაც მაიამის "ინტერი" უწოდა.

MLS-ის ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ ხსენებული კლუბი გათამაშებაში ჩართოს, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ ეს 2020 წელს მოხდება.

"ატლეტიკოს" ფრანგმა შვიდიანმა ანტუან გრიზმანმა ლეკიპთან საუბრისას აღნიშნა, რომ კარიერის დასრულებას MLS-ში გეგმავს და დევიდ ბექჰემის გუნდში თამაშის წინააღმდეგი არ არის.

"თუ ბექჰემს სურს, რომ მე მის გუნდში ვითამაშო, მაშინ ამისთვის მზად ვარ.

მსურს, რომ ჩემი კარიერა MLS-ში დავასრულო. არ ვიცი მაიამიში წავალ თუ ლოს ანჯელესში. ეს ორი დიდებული ქალაქია.
მე მომწონს ამერიკული კულტურა, მენტალიტეტი და ის შოუ, რომელსაც ისინი გვთავაზობენ".

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ანტუან გრიზმანს მადრიდის "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები