Aa
Aa

"იუვენტუსი", თუ "ბარსელონა"? სეზონის პირველი წრე ბევრ რამეს გადაწყვეტს

ესპანურმა Mundo-მ დაადასტურა, რომ "ბარსელონას" პოლ პოგბას შეძენის მცდელობა რეალურად ჰქონდა და ყველაფერი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

წყაროს ცნობით, ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედის" სურვილის გამო ჩაიშალა. ფეხბურთელი დაარწმუნეს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" კიდევ ერთი წლით დარჩენილიყო.

გამოცემა წერს, რომ 2019-2020 წლების სეზონში პოგბას "მანკუნიანელთა" რიგებში დარჩენის შანსები საკმაოდ მცირეა.

პოგბა მესის გვერდით თამაშის პერსპექტივით მოხიბლულია, თუმცა არც "იუვენტუსში" დაბრუნებას გამორიცხავს.

2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კატალონიელები და ტურინელები ფრანგი შუახაზელის გადაბირებას შეეცდებიან.

არ არის გამორიცხული, რომ პოგბას შეძენის მცდელობა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც იყოს. ეს ყველაფერი "მანჩესტერ იუნაიტედზეა" დამოკიდებული. როგორ ჩაატარებენ სეზონს "წითელი ეშმაკები"? როგორ შეიცვლება პოგბასა და მოურინიოს ურთიერთპობა?

სეზონის პირველი წრე ბევრ რამეს გადაწყვეტს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები