Aa
Aa

"ვალენსია" ნევილის წასვლის შემდეგ ვილაშ-ბოაშს განიხილავს

სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა ზაფხულში შესაძლოა ესპანური "ვალენსია" ჩაიბაროს. ინფორმაციას ამის შესახებ fichajes.net-ი ავრცელებს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა სეზონის ბოლოს რუსეთიდან წასვლის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მთავარ პრეტენტენტად მისი შეძენის პორტუგალიური "პორტუ" ითვლებოდა, რომელთან ერთადაც ბოაშმა პორტუგალიის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ევროპის ლიგა მოიგო. "ვალენსია" კი მიმდინარე სეზონში გარი ნევილმა ჩაიბარა, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა. როგორც თავად ნევილმა განაცხადა, ის მწვრთნელობის გაგრძელებას არ აპირებს და სეზონის დასრულებისთანავე გუნდს დატოვებს. წყაროს ინფორმაციით, ესპანური გუნდის ხელმძღვანელობა ნევილის წასვლის შემდეგ სწორედ პორტუგალიელი სპეციალისტის მოყვანას ეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები