Aa
Aa

დიდი ჯახი არ შედგება! ჯოკოვიჩი ფინალშია - ნადალმა ტრავმის გამო მატჩი შეწყვიტა

2018 წლის US Open-ზე ქომაგები სასურველ ფინალს ვერ იხილავენ, რადგან მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ხუან მარტინ დელ პოტროსთან ნახევარფინალურ მატჩში ტურნირს გამოეთიშა.

ესპანელი ჩოგბურთელი ორი სეტის შემდეგ 6:7, 2:6 მარცხდებოდა რა დროსაც მან მატჩის შეწყვეტა გადაწყვიტა და ეს მუხლის ტრავმის ბრალი იყო.

აღსანიშნავია, რომ ნადალს მთელი ტურნირის განმავლობაში მუხლის ტკივილები აწუხებდა.

ასე, რომ ფინალში არგენტინელი დელ პოტრო ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.

 

თავის მხრივ სერბმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში იაპონელი კეი ნიშიკორი საკმაოდ მარტივად 3 სეტში 6:3, 6:4, 6:2 დაამარცხა და US Open-ის ფინალში მერვედ ითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ ფინალის მოგების შემთხვევაში ნოვაკ ჯოკოვიჩი კარიერაში თავის მე-14 დიდი სლემის ტურნირს მოიგებს და ლეგენდარულ პიტ სამპრასს გაუთანაბრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები