ლამი:
Aa
Aa

ლამი: "პეპი სუპერ მწვრთნელია! მეტოქის თამაშის გაანალიზებაში ის უბრალოდ შეუდარებელია"

მიუნხენის „ბაიერნის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა ფილიპ ლამმა Marca-სთან ინტერვიუში პეპ გუარდიოლას შესახებ ისაუბრა.

ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელის თქმით ესპანელი სპეციალისტი საუკეთესოა.

პეპი სუპერ მწვრთნელია! ის ძალიან კარგია. მეტოქის თამაშის გაანალიზებაში ის უბრალოდ შეუდარებელია.

არ ვიცი თუ რა გავლენა მოახდინა მან გერმანულ ფეხბურთზე, თუმცა ის ჩვენ „ბაიერნში“ ყველას გვავარჯიშებდა და გვასწავლიდა. იგი აანალიზებდა ფეხბურთელთა სათამაშო პოზიციებს, სტილს და მათ ზრდიდა.

ჩვენ ვიცოდით, თუ რას იზამდა მეტოქე და როგორ უნდა მოვქცეულიყავით ნებისმიერ სიტუაციაში“.

შეგახსენებთ, რომ ფილიპ ლამი გუარდიოლას ხელმძღვანელობით 2013-2016 წლებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები