Aa
Aa

ფელიპე ლუისი: "როცა მესი იქ არ არის, ჯილდო ნდობას კარგავს...ის მსოფლიოში საუკეთესოა"

მადრიდის „ატლეტიკოს“ ბრაზილიელმა განაპირა მცველმა ფელიპე ლუისმა SNTV-ისთან საუბრისას FIFA-ს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

როგორც მოგეხსენებათ, The Best-ის სამეული კრიშტიანუ რონალდუმ, ლუკა მოდრიჩმა და მოჰამედ სალაჰმა დააკომპლექტეს.

ლუისი მესის სამეულს მიღმა დატოვებას აბსურდულად მიიჩნევს.

 

„მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჩემთვის ლეო მესი გახლავთ. ეს შარშანაც ასე იყო, ორი წლის წინაც და სამი წლის წინაც.

FIFA-მ ის სამეულში არ დაასახელა, ხოლო როცა მესი იქ არ არის, ჯილდო ნდობას კარგავს.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ან ჩემპიონთა ლიგა, მესი საუკეთესოა და ეს უკვე დიდი ხანია ასეა.

ნეიმარი ერთ დღესაც იქ იქნება, სალაჰმა იქ ყოფნა დაიმსახურა, ისევე როგორც რონალდუმ, თუმცა ყოველ შეხვედრაში რა დონის თამაშის დემონსტრირებასაც მესი ახდენს, ამის შემხედვარე ეჭვი არ მეპარება, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები