დიდი დუეტი ისევ ფეხბურთში? - ბერლუსკონი და გალიანი
Aa
Aa

დიდი დუეტი ისევ ფეხბურთში? - ბერლუსკონი და გალიანი "მონცას" ყიდვაზე ლაპარაკობენ...

იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, სილვიო ბერლუსკონი საფეხბურთო სამყაროში დაბრუნებას გეგმავს.

როგორც იწერება, ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი, სერია C-ს კლუბ „მონცას“ შეძენის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავენ.

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ პარტია Forza Italia-ს ფლობს, რომელიც პარლამენტში 105 დეპუტატითაა წარმოდგენილი, თუმცა დონ სილვიო ფეხბურთის გარეშე გაძლებას მაინც ვერ ახერხებს.

81 წლის ბერლუსკონიმ „მილანი“ გასული წლის გაზაფხულზე გაყიდა, ახლა კი ქალაქ მილანთან 15 კილომეტრში მდებარე საფეხბურთო კლუბ „მონცაში“ ახალი თავგადასავლის დაწყება სურს.

საინტერესოა, რომ „მონცას“ ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლა კოლომბო გახლავთ, რომელიც „მილანის“ ყოფილი მმართველის, ფელიპე კოლომბოს ვაჟია. კოლომბო „როსონერის“ მთავარი კაცი 1977-1980 წლებში, ბერლუსკონის მისვლამდე იყო.

უმცროსმა კოლომბომ „მონცა“ 2015 წელს მას შემდეგ შეიძინა, რაც კლუბი ბანკროტად გამოცხადდა. „ბოანკოროსის“ იტალიის უმაღლეს დივიზიონში არასდროს უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები