გრიზმანი:
Aa
Aa

გრიზმანი: "ოქროს ბურთის ნომინანტთა სამეულში ყოფნას ვიმსახურებ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფრანგი შემტევი ანტუან გრიზმანი მიიჩნევს, რომ ის ოქროს ბურთის საუკეთესო სამეულში უნდა იმყოფებოდეს.

როგორც მოგეხსენებათ FIFA-მ წლის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაზე კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა მოდრიჩი და მუჰამედ სალაჰი წარადგინა.

ოქროს ბურთის მფლობელს კი ფრანს ფუტბოლი გამოავლენს, რომელიც თავის სამეულს მოგვიანებით დაასახელებს.

გრიზმანმა ლეკიპთან საუბრისას შემდეგი განაცხადა: „საუკეთესო სამეულში ყოფნა დავიმსახურე. წინა წელს მე ორი ფინალი წავაგე, ამ სეზონში კი სამი მოვიგე. ასე, რომ ეს ნორმალურია.

ფიფამ სამეული დაასახელა და იქ არცერთი ფრანგი არ იმყოფება. ეს უცნაური და სამწუხაროა. ეს ხომ ფიფას ჯილდოა? ჩვენ კი მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ და სიაში არცერთი ფრანგი ფეხბურთელი არ არის. ეს მათი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი გახლავთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები