პოგბას
Aa
Aa

პოგბას "მანჩესტერში" მოურინიოს ნაცვლად ზიდანის ხილვა სურს

ბრიტანული Sun-ის ინფორმაციით, პოლ პოგბას ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით თამაში სურს.

გამოცემა ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. სანი წერს, რომ მათ ამის შესახებ „მანჩესტერიდან“ სანდო წყარომ აცნობა.

პოგბას ბავშვობის კუმირი სწორედ ზიდანი იყო და ის ზიზუსთან მუშაობის პერსპექტივისთვის „რეალში“ გადასვლაზეც თანახმა იქნებოდა, თუმცა ფრანგმა სპეციალისტმა მადრიდი გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

ამჟამად პოგბას იმედი აქვს, რომ „იუნაიტედი“ მოურინიოს დაითხოვს და მის პოსტს ზიდანი დაიკავებს.

ზიდანის „ოლდ ტრაფორდზე“ ხილვის ალბათობა მართლაც არსებობს. „წითელმა ეშმაკებმა“ მოურინიოს ულტიმატუმი წაუყენეს. თუ გუნდი უახლოეს ტურებში დამარცხდება ჟოზეს პოსტის დატოვება მოუწევს და მისი შეცვლის ნომერი პირველი კანდიდატი სწორედ ფრანგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები