საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მზადება დაიწყო
Aa
Aa

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მზადება დაიწყო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწრთნელმა ილიას ზუროსმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ბერძენი სპეციალისტის მიერ შერჩეულ 19 კალათბურთელში 2 ამერიკელია – თად მაკფადენი და მეტ ჯენინგი, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მომავალ მატჩებში საქართველოს ნაკრების ღირსებას ჯენინგი დაიცავს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქის პასპორტი გუშინ აიღო. ესპანური “ბასკონიას” ამერიკელი მსროლელი 3 დღეა საქართველოშია.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო პირველობის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპი დაძლია და 13 სექტემბრიდან მეორე ეტაპში ჩაებმება. ჩვენი ეროვნული გუნდი ფიბა-ს მიერ გამოყოფილ 3 სათამაშო ფანჯარაში 6 მატჩს გამართავს. პირველი ფანჯარის ფარგლებში ილიას ზუროსის გუნდი 13 სექტემბერს ისრაელში ამ ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 16 სექტემბერს თბილისში საბერძნეთს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები “დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე ემზადება. უახლოეს დღეებში ნაკრებს გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია შეუერთდებიან. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ საშინაო მატჩს 16 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში საბერძნეთთან გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები