საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი ცნობილია
Aa
Aa

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი ცნობილია

ციურიხში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა , სადაც ჩემპიონატის განრიგი ცნობილი გახდა . ტურნირი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 12-დან 22 დეკემბრამდე გაიმართება.

ამ დროისთვის ტურნირის 7 კლუბიდან მხოლოდ ოთხია ცნობილია: მადრიდის "რეალი" (ესპანეთი), "გვადალაჰარა" (მექსიკა), "ალ-აინი" "საემირეობი" და "ტიმ ველინგტონი" (ახალი ზელანდია).

დანარჩენი სამი კლუბი კი იქნება აფრიკისა და აზიის ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონები და ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული, რომელთა ვინაობა 9, 10 და 28 ნოემბერს გაირკვევა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის განრიგი კი ასეთია:

პლეი-ოფი
"ალ-აინი"-"ტიმ ველინგტონი"

1/4-ფინალი
აფრიკული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული - "ალ-აინი"/"ტიმ ველინგტონი"
აზიური ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული - "გვადალაჰარა"

1/2-ფინალი 

აფრიკული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ან "ალ-აინი"/"ტიმ ველინგტონი" -ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული

აზიური ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ან "გვადალაჰარა"-"რეალი"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები