Aa
Aa

რონალდომ "ვალიადოლიდის" აქციათა 51% იყიდა!

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო ლუის ნაზარიო, ლა ლიგის კლუბ „ვალიადოლიდის“ მფლობელად ოფიციალურად დასახელდა.

„ფენომენმა“ გუნდის აქციათა საკონტროლო პაკეტი - 51% შეიძინა, რაც, თუკი ესპანურ პრესას დავუჯერებთ, 35 მილიონი ევრო დაუჯდა.

ბრაზილიელი ამიერიდან საქმეს თავად გაუძღვება, რაშიც ლეონელთა ყოფილი მფლობელი, კარლოს სუარესიც დაეხმარება, რომელიც პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს.

ჩვენი მუშაობა თანამედროვე სტანდარტებს დაექვემდებარება, რაც გამჭვირვალობასა და კონკურენტუნარიანობას გულისხმობს.

პირველ ეტაპზე ლიგაში უნდა დავრჩეთ და გვყავს პერსონალი, რომელიც გუნდთან ერთად ამისთვის იბრძოლებს. რა თქმა უნდა, განვითარებას ვგეგმავთ, რაც ჩვენი სამომავლო მიზნებისა და იმედების განხორციელებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“. - განაცხადა 41 წლის ბრაზილიელმა.

„ვალიადოლიდი“ ლა ლიგაში წელს მას შემდეგ დაბრუნდა, რაც სეგუნდას ფლეი-ოფი წარმატების დასძლია. გუნდს უმაღლეს ლიგაში საუკეთესო შედეგი 1962-1963 წლებში ჰქონდა, როცა მე-4 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები