საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგისთვის მზადება დაიწყო
Aa
Aa

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. ს.კ. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული გუნდი დღეს 19 კაციანი შემადგენლობით შეიკრიბა. 

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა),  გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია),  გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებმაც საკლუბო შეხვედრა კვირას გამართეს დღევანდელ ვარჯიშზე არ იმყოფებოდნენ და საწვრთნელ პროცესში 4 სექტემბრიდან ჩაერთვებიან. ვაკო ყაზაიშვილი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი არაბიძე თბილისში პირველ ვარჯიშს ხვალ გამართავენ. გუნდს სამშაბათს შეუერთდება ჯაბა ჯიღაურიც, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრას დღეს ჩაატარებს. ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრები ყაზახეთს 6 სექტემბერს ასტანაში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურის შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 9 სექტემბერს, ლატვიის წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართავენ.

უეფას ერთა ლიგის გათამაშების დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი 4 სექტემბერს, სასტუმრო ჰუალინგში  პრესკონფერენციას გამართავს. 18:00 საათზე, ს.კ. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ეროვნული ნაკრების ვარჯიში ჩატარდება. მედიის წარმომადგენლებს საწვრთნელ პროცესზე დასწრება საწყისი 15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ.



საქართველოს ნაკრების შემაგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი) 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები