მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "ამბობენ, რომ საფრთხის ქვეშ ვარ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ"

„ბარნლისთან“ გამარჯვების შემდეგ ჟოზე მოურინიოს მცირე ხნით დამშვიდების საშუალება მიეცა.

პორტუგალიელს ამ ეტაპზე დათხოვნა არ ემუქრება, თუმცა ის მაინც საფრთხის ქვეშაა.

„განსაკუთრებულმა“ ჟურნალისტებისთვისაც მოიცალა და პრესას ჩვეულ სტილში ესაუბრა.

რა თქმა უნდა, კითხვების უმრავლესობა ჟოზეს შესაძლო დათხოვნას ეხებოდა, რასაც მოურინიომ ირონიულად უპასუხა.

“თუ ისინი ჩემს დათხოვნას გადაწყვეტენ, წარმოდგენა მაინც გაქვთ რამხელა თანხის გადახდა მოუწევთ ჩემთვის?!

ისინი ამბობენ, რომ საფრთხის ქვეშ ვარ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ“.

როგორც ჩანს, ჟოზე თავს მშვიდად გრძნობს და მომავალ დაპირისპირებებზე ფიქრობს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებსა და რონალდუს შესახებაც ისაუბრა.

„იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მათ სკუდეტოს მოგება აღარ სჭირდებათ, რადგან ის ბოლო წლებში ექვსჯერ, თუ შვიდჯერ მოიგეს.

ტურინელთა მთავარი მიზანი სწორედ ლიგის მოგებაა. ბოლო წლებში ისინი ფინალში ორჯერ დამარცხდნენ. ამჟამად ისინი ევროპაში საუკეთესოები არიან. სატრანსფერო ბაზარზე მათ დიდი თანხები დახარჯეს. ლივერპულის შემდეგ ვფიქრობ სწორედ ისინი მოდიან.

რონალდუ, ემრე ჯანი, ლეონარდო ბონუჩი - მათ ფანტასტიური ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა ჩვენთან ორი ურთულესი მატჩის ჩატარება მოუწევთ.

ჩემი მანჩესტერში ყოფნის დროს კრიშტიანუს დაბრუნებაზე კლუბს არასდროს უმუშავია. ეს მცდარი ინფორმაცია გახლავთ“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სამი ეგრეთწოდებული „სიკვდილის ჯგუფი“ შეიქმნა, რომელთაგან ერთ-ერთში სწორედ „იუნაიტედი“ მოხვდა.

„წითელი ეშმაკების“ მეტოქეები „იუვენტუსი“, „ვალენსია“ და „იანგ ბოიზი“ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები