მომდევნო სეზონში ნეიმარი პრემიერლიგაში? ბრაზილიელს საფრანგეთი მობეზრდა
Aa
Aa

მომდევნო სეზონში ნეიმარი პრემიერლიგაში? ბრაზილიელს საფრანგეთი მობეზრდა

ბრიტანული Express-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ნეიმარი 2019-2020 წლები სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგებას გეგმავს.

ყველასათვის ცნობილია, რომ ნეიმარის შეძენა მადრიდის "რეალს" სურს, თუმცა პარიზელები წინადადებების განხილვას არ გეგმავენ.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ნისლიან ალბიონზე გაემგზავრება. ცნობილია, რომ ნეიმარის მიმართ ინტერესს მანჩესტერული კლუბები "იუნაიტედი" და "სიტი" იჩენდნენ, თუმცა ფეხბურთელს არცერთი მათგანი არ ხიბლავს.

გამოცემა წერს, რომ ნეიმარს ლონდონური გუნდები "არსენალი" და "ჩელსი" იზიდავს.

Express-ი წერს, რომ მათ ინფორმაცია ნეიმართან დაახლოებული პირისგან მიიღეს.

ხსენებულმა პიროვნებამ შემდეგი რამ თქვა: "ის ლონდონის შესახებ ხშირად საუბრობს. იგი მეუბნება, რომ ეს უბრალოდ შესანიშნავი ადგილია".

ნეიმარს "პსჟ"-სთან არსებული კონტრაქტის ვადა 2022 წელს ეწურება, თუმცა წყაროს ცნობით ბრაზილიელი პარიზის დატოვებას გაცილებით ადრე გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ "პსჟ"-მ ნეიმარი "ბარსელონადან 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. პარიზელთა მფლობელი ნასერ ალ ხელაიფი ბრაზილიელ ფეხბურთელს გაცილებით ძვირად აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები