საქართველოს 3×3 U18 ნაკრები ოლიმპიადისთვის სერბეთში ემზადება
Aa
Aa

საქართველოს 3×3 U18 ნაკრები ოლიმპიადისთვის სერბეთში ემზადება

საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის სერბეთში ემზადება.

3X3 კალათბურთი ოლიმპიურ სახეობად აღიარეს და 6-18 ოქტომბერს არგენტინაში გასამართ ახალგაზრულ ოლიმპიადაზე კალათბურთის ეს ნაირსახეობა პირველად ცალკე დისციპლინად იქნება წარმოდგენილი.  

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში იასპარეზებს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებიც, რომელიც უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის დუშან დულუტის საწვრთნელ კომპლექსში ემზადება.

ქართველებმა გასულ უქმეებზე მონაწილეობა წარმომადგენლობით ტურნირზე მიიღეს, რომელიც დუშან ბულუტის ორგანიზებით ტარდება და ეწოდება: ქუჩის ლიგა. ქართველები ამ ლიგის ფინალურ ტურნირზე Wild Card-ით დაუშვეს.

საქართველოს ნაკრები ამ წარმომადგენლობითი ტურნირის ფინალში გავიდა და დაძაბულ ბრძოლაში 17:21 დამარცხდა.

ქართველები სერბეთში კიდევ რამდენიმე დღე დარჩებიან და დუშან ბულუტის მოედანზე, მისი პირადი მწვრთნელის კომპეტენტურ ვარჯიშებში მიიღებენ მონაწილეობას. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები