Aa
Aa

ლობჟანიძის მორიგი გოლი სუპერლიგაში - ამჯერად თავური დარტყმით

დანიის სუპერლიგის მე-8 ტურში ''რანდერსისა'' და ''ოლბორგის'' შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მე-11 წუთზე ''ოლბორგი'' დაწინაურდა, თუმცა ორწუთიან მონაკვეთში ''რანდერსმა'' 2 გოლი შეაგდო.

მე-17 წუთზე საბა ლობჟანიძის საგოლე გადაცემის შემდეგ ანდრე რომერმა ანგარიში ძლიერი დარტყმით გაათანაბრა. მე-19 წუთზე კონბოის ჩაწოდების შემდეგ საბა ლობჟანიძემ თავური დარტყმით მასპინძლები წინ გაიყვანა - 2:1.

''ოლბორგს'' ქულა აბილდგაარდმა მოუტანა, რომელმაც 68-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დანიის სუპერლიგის უკანასკნელ სამ ტურში 23 წლის ქართველმა შემტევმა 2 გოლი გაიტანა.

8 ტურის შემდეგ 14-გუნდიან ჩემპიონატში ''რანდერსი'' 10 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. ლობჟანიძის გუნდმა 2 მატჩი მოიგო, ორ შეხვედრაში დამარცხდა, 4 თამაში კი ფრედ დასრულდა.

დანიის სუპერლიგაში ''ესბიერგი'' საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა ''კოპენჰაგენთან.'' მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ლაშა პარუნაშვილი მოხვდა. ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა.

''ესბიერგმა'' მოგებათა სამმატჩიანი სერია შეწყვიტა. 8 ტურის შემდეგ პარუნაშვილის გუნდი 11 ქულით მე-6 ადგილზეა.

მიმდინარე სეზონში სუპერლიგაში აღზევებულმა ''ესბიერგმა'' 1 სენსაცია შემოგვთავაზა, როცა სტუმრად მინიმალური სხვაობით ''ბრონდბიუ'' დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები