ბრატისლავა - ევროპის თასის ქართული ფინალი: ღვინიაშვილი ჭრიკიშვილის წინააღმდეგ!
Aa
Aa

ბრატისლავა - ევროპის თასის ქართული ფინალი: ღვინიაშვილი ჭრიკიშვილის წინააღმდეგ!

ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის თასზე, 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგება.

ავთანდილ ჭრიკიშვილი ბექა ღვინიაშვილს დაუპირისპირდება და მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელის ვინაობას სწორედ ეს დაპირისპირება გადაწყვეტს.

ნახევარფინალში ჭრიკიშვილმა დამატებითი დროის მე-2 წუთზე რუსი დონტსოვი დაამარცხა.

ღვინიაშვილმა კი კანადელი ელ ნაჰასი 2 წუთსა და 34 წამში ვაზარითა და იპონით დაამარცხა.

ფინალური ბლოკი სტარტს 17:00 საათიდან აიღებს.

ცხელი ამბები