დალიჩი:
Aa
Aa

დალიჩი: "ის ეგოისტი მოთამაშეა...ჩემთვის რონალდუს საქციელი მიუღებელია"

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლატკო დალიჩმა ადგილობრივ გამოცემა Sportske Novosti-ისთან საუბარში კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა.

დალიჩმა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად მოდრიჩის დასახელებასა და კრიშტიანუს საქციელზე ისაუბრა.

"ის ეგოისტი მოთამაშეა და გუნდში მის ყოლას ნამდვილად არ ვისურვებდი. კრიშტიანუ იმ მოთამაშეთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ფიქრობენ: მთავარია მე გავიტანო და მნიშვნელობა არ აქვს მოიგებს თუ არა გუნდი.

მოდრიჩი პირიქით არის - ის სხვების დასახმარებლად მუდამ მზადაა.

ჩემთვის რონალდუს საქციელი მიუღებელია. ის მონაკოში ცერემონიას მხოლოდ იმიტომ არ დაესწრო, რომ გამარჯვებულად ის არ ცხადდებოდა.

მნიშვნელობა არ აქვს ჯილდოს შენ გაძლევენ თუ სხვას, როდესაც წარდგენილი ხარ ცერემონიას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაესწრო.

ყოველთვის ყველა ჯილდოს შენ არ მოგცემენ, ამისთვის მზად უნდა იყო. მოდრიჩი ჯობდა, თუ რონალდუ - ამის შესახებ რა თქმა უნდა დისკუსია შეიძლება".

შეგახსენებთ, რომ ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია რომლის თანახმადაც, რონალდუმ მონაკოში გამგზავრება ბოლო წამს გადაიფიქრა და ამის მიზეზი გამარჯვებულის ვინაობის გაგება იყო.

კრიშტიანუმ გადაწყვეტილება არავის შეუთანხმა. საქმის კურსში არც "იუვენტუსი" და არც უეფას წარმომადგენლები არ ყოფილან. წყაროს თანახმად, ცერემონიაზე რონალდუსა და მისი ოჯახისთვის 6 ადგილი იყო გამოყოფილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები