მიზეზები - რატომ არის რონალდუ ალეგრისთან ნაკლებად ეფექტური
Aa
Aa

მიზეზები - რატომ არის რონალდუ ალეგრისთან ნაკლებად ეფექტური

კრიშტიანუ რონალდუს წლევანდელ სეზონში უჩვეულო სტარტი აქვს და ამას თავისი მიზეზიც აქვს.

33 წლის ასაკში ადვილი არ არის იტალიის სერია ა-ში გადახვიდე და იგივე შედეგი დააფიქსირო რაც წლების მანძილზე "რეალის" რიგებში გქონდა.

რა პრობლემებიც არ უნდა ჰქონდეს სერია ა-ს, იტალიაში გოლების გატანა ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე რთული გახლავთ.

სეზონის სტარტი: ალეგრის თავსატკივარი - დიბალა და რონალდუ

"იუვენტუსმა" კარგი სტარტი აიღო. მიუხედავად რთული შეხვედრებისა ალეგრის გუნდმა 3-დან სამივე მატჩი მოიგო და ცხრილის სათავეში იმყოფება.

მასიმილიანო ალეგრისთვის წლევანდელი სეზონი ბევრ რამეს გადაწყვეტს. შეიძლება ითქვას, რომ "მედ მაქსს" ბოლო შანსი ექნება, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. კიდევ რამდენიმე სეზონს მას არავინ აცდის.

მიუხედავად 9 ქულისა ალეგრისთვის სეზონი მაინც რთულად დაიწყო, რადგან გუნდის შეტევის ხაზი ჯერაც ჩამოუყალიბებულია. არ არის გამორჩეული ძირითადი ბირთვი და თუ ვინ დარჩება თადარიგში.

დიბალა-რონალდუს წყვილს მოედანზე ჯერჯერობით ერთმანეთის არ ესმით.

პირველი ტურის შემდეგ ალეგრიმ დიბალა-კოშტას წყვილი თადარიგში დატოვა და რონალდუს შეტევაში მანჯუკიჩი-ბერნარდესკი შეუწყვილა.

შეიძლება ითქვას, რომ ხორვატი ფორვარდი ტურინელთა რიგებში ყველაზე ოპტიმალურ ფორმაში იმყოფება.

რონალდუ ლიდერობს, მაგრამ არა გოლებით

კრიშტიანუმ განვლილ 3 ტურში ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთაგან კარისკენ ყველაზე მეტჯერ 23-ჯერ დაარტყა.

რონალდუ ამ მაჩვენებლით საუკეთესოა, თუმცა მის ანგარიშზე 0 გოლია.

ის, რაც ალეგრიმ აუცილებლად უნდა შეძლოს

ალეგრიმ უახლოეს შეხვედრებში კრისტიანუსა და დიბალას მოედანზე ოპტიმალური პოზიცია უნდა მოუძებნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში "ბებერ ქალბატონს" პრობლემები შეექმნება და ეს პირველ რიგში თავს ჩემპიონთა ლიგაზე იჩენს, სადაც ტურინელთა მეტოქეები "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ვალენსია" იქნებიან.

რონალდუ რეალში და იუვენტუსში

უნდა აღინიშნოს, რომ "რეალისგან" განსხვავებით რონალდუს თანაგუნდელები ზუსტი გადაცემებით იმდენად ხშირად არ ამარაგებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ალეგრი პორტუგალიელს ხშირ შემთხვევაში მარცხენა ფლანგზე იყენებს სადაც კრიშტიანუ ნაკლებად ეფექტურია.

"რეალის" რიგებში ბოლო 3 სეზონი კრიშტიანუმ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშა და უამრავი გოლიც გაიტანა.

ტურინელები მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ 16 სექტემბერს საკუთარ მოედანზე "სასუოლოს" წინააღმდეგ გამართავენ.

აქვე გეტყვით, რომ რონალდუ სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს და დაისვენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები