ბუდაპეშტი Red bull vizisprint-ის ჩემპიონატი - ზაზა ნადირაძის მორიგი გამარჯვება!
Aa
Aa

ბუდაპეშტი Red bull vizisprint-ის ჩემპიონატი - ზაზა ნადირაძის მორიგი გამარჯვება!

პორტუგალიაში კანოე-კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატზე 200 მეტრიან დისტანციაზე ევროპის ჩემპიონმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მე-4 ადგილი დაიკავა.

ამის შემდეგ ქართველმა ნიჩბოსანმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხების შემდეგ შური იძია და მოსკოვში გამართული შეჯიბრი Super Sprint მოიგო.

ნადირაძემ დღეს მორიგი ტურინირი მოიგო. ამჯერად მან ბუდაპეშტში Red bull vizisprint-ის საერთაშორისო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა სადაც მიწვეულნი იყვნენ მხოლოდ ტიტულოვანი სპორტსმენები.

როგორც თავად ნადირაძემ განაცხადა ოქროს მედალი ამჯერადაც მას დარჩა.

ნადირაძემ თავისი წარმატების შესახებ გულშემატკივრებს სოციალური ქსელიდან აცნობა:

"მეგობრებო დღეს ბუდაპეშტში ჩატარდა Red bull vizisprint საერთაშორისო ჩემპიონატი, მიწვეულები იყვნენ მხოლოდ ტიტულოვანი სპორტსმენები და ესეც მოვიგე ერთი სიტყვით".

ცხელი ამბები