ოქრიაშვილის გოლი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - ქართველმა გუნდი მარცხისგან იხსნა
Aa
Aa

ოქრიაშვილის გოლი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - ქართველმა გუნდი მარცხისგან იხსნა

რუსეთის რანგით მესამე ლიგაში "სოჭისა" და "კრასნოდარის" მეორე გუნდის დაპირისპირება შედგა.

აღნიშნულ შეხვედრაში "კრასნოდარის" მხრიდან ერთადერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა 71_ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა და თანაგუნდელები მარცხისგან იხსნა.

შეგახსენებთ, ოქრიაშვილმა 2017 წლის სექტემბერში "კრასნოდარის" პირველი გუნდის მაისურით რუსეთის პრემიერლიგაში "ანჟის" გაუტანა. მას შემდეგ ოქრიაშვილს დიდი დრო გაუცდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო გასული სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა.

ოქრიაშვილი მოედანს დაუბრუნდა და ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნულ გუნდში იხმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები