ნადალი VS ბასილაშვილი - შეხვედრის დაწყების დრო ცნობილია
Aa
Aa

ნადალი VS ბასილაშვილი - შეხვედრის დაწყების დრო ცნობილია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელ გუიდო პელას 4 სეტში - 6:3; 6:4; 1:6; 7:6 სძლია და US OPEN-ის 1/8-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი იქნება.

ქართველისა და ესპანელის დაპირისპირება სტარტს კვირას 20:00 საათზე აიღებს და მისი ნახვა Eurosport-ის ეთერში იქნება შესაძლებელი. ნადალი და ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მასპინძლის, ბილი ჯინ კინგის საჩოგბურთო ცენტრის მთავარ კორტზე - Arthur Ashe Stadium-ზე ითამაშებენ.

როგორც მოგეხსენებათ ბასილაშვილისთვის ნადალთან შეხვედრა პირველი არ იქნება. ისინი ერთმანეთს 2017 წელს როლან გაროსის 1/16-ფინალში დაუპირისპირდნენ და გამარვება ესპანელს დარჩა - 0:6, 1:6, 0:6.

აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/8-ფინალში გასვლით 180 სარეიტინგო ქულა გაინაღდა და ჰონორარის სახით 266 ათასი $ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები