გოროზიას სადებიუტო გოლი - გამარჯვება ტურის ცენტრალურ მატჩში
Aa
Aa

გოროზიას სადებიუტო გოლი - გამარჯვება ტურის ცენტრალურ მატჩში

ფინეთის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი გოროზიამ სადებიუტო გოლი გაიტანა. ვეიკაუსლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში როპს-მა შინ 2:1 დაამარცხა ''ჰონკა.''

როპს-ის სასტარტო შემადგენლობაში 23 წლის გოროზია მოხვდა. ანგარიში 23-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა გახსნა.

 საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა წევრმა 90 წუთი ითამაშა. არბიტრმა მეორე ტაიმის მეხუთე დამატებულ წუთზე გოროზიას ყვითელი ბარათი უჩვენა.

''დიდებული თამაში, მნიშვნელოვანი 3 ქულა'' - მატჩის შემდეგ  გოროზიამ instagram-ზე დაწერა.

როპს-ის ფინეთის ჩემპიონობისთვის იბრძვის. 12-გუნდიან საფეხბურთო ჩემპიონატში როპს-ი 49 ქულით მეორე ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ ჰიკ-ს. მესამე პოზიციას ''ჰონკა''იკავებს.

გიორგი გოროზია ფინურ გუნდს გასულ ზაფხულში შეუერთდა. ფეხბურთელმა ფინეთის ჩემპიონატში მე-6 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები