კალენდარიც ასეთი უნდა!
Aa
Aa

კალენდარიც ასეთი უნდა! "ბარსელონას" დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს

ჩემპიონთა ლიგის წილისყრამ ფეხბურთის მილიონობით გულშემატკივარს უდიდესი საჩუქარი გაუკეთა. რვიდან სამ ჯგუფს შეგვიძლია ეგრეთწოდებული „სიკვდილის ჯგუფი“ ვუწოდოთ.

„ბარსელონა“, რომელიც ბუკმეიკერებმა სეზონის ფავორიტად მონათლეს ჯგუფში „ტოტენჰემთან“, „პსვ“-სთან და „ინტერთან“ ერთად მოხვდა.

ყველაზე საინტერესო კატალონიელთა კალენდარი გახლავთ. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა სეზონი საკმაოდ მშვიდად და მარტივი მატჩებით დაიწყო.

სექტემბრის ბოლომდე „ბლაუგრანას“ რთული შეხვედრის ჩატარება არ უწევს.

29 სექტემბრიდან 11 დეკემბრამდე ესპანეთის მოქმედ ჩემპიონს ურთულესი მატჩები ელოდება.

შეგიძლიათ თავად განსაჯოთ:

29 სექტემბერი: ბარსელონა - ბილბაო

3 ოქტომბერი: ტოტენჰემი - ბარსელონა

7 ოქტომბერი: ვალენსია - ბარსელონა

21 ოქტომბერი: ბარსელონა - სევილია

23 ოქტომბერი: ბარსელონა - ინტერი

28 ოქტომბერი: ბარსელონა - რეალი

4 ნოემბერი: რაიო ვალეკანო - ბარსელონა

6 ნოემბერი: ინტერი - ბარსელონა

11 ნოემბერი: ბარსელონა - ბეტისი

25 ნოემბერი: ატლეტიკო - ბარსელონა

28 ნოემბერი: პსვ - ბარსელონა

2 დეკემბერი: ბარსელონა - ვილიარეალი

9 დეკემბერი: ესპანიოლი - ბარსელონა

11 დეკემბერი: ბარსელონა - ტოტენჰემი

ვალვერდეს გუნდს და თავად ბასკ სპეციალისტსაც დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

ბოლო წლებში რთულია გავიხსენოთ, თუ როდის ჰქონდა „ბარსას“ ასეთი რთული, მაგრამ ნეიტრალური ქომაგისთვის საკმაოდ სანახაობრივი კალენდარი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები