Aa
Aa

"ჰიუსტონი" შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს

გამთენიისას "ჰიუსთონ როქეთსმა" საინტერესო გაცვლა განახორციელა. ტეხასელებმა რაიან ანდერსონი და დეანტონი მელტონი "ფინიქსში" ბრენდონ ნაითის და მარკიზ კრისის სანაცვლოდ გაუშვეს.

კრისი არიზონელებმა 2016 წლის დრაფტზე მერვე ნომრად აირჩიეს, თუმცა მარკისმა საკუთარი პოტენციალის გამოვლენა ვერ მოახერხა. რაც შეეხება ბრენდონ ნაითს, ეს უკანასკნელი მაღალი დონის კალათბურთელია, თუმცა ბოლო წლებია სერიოზული ტრავმები აწუხებს. შარშან ნაითმა აქილევსის მყესი გაიწყვიტა და დიდი ხანია პარკეტზე არ გამოსულა.

გასულ სეზონში კრისმა 72 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 7.7 ქულას და 5.5 მოხსნას აგროვებდა. ბრენდონ ნაითი კი საშუალოდ 11 ქულას იწერდა. მან საუკეთესო შედეგი 2015-16 წლების სეზონში დააფიქსირა, როდესაც საშუალოდ 19.6 ქულას და 5.1 გადაცემას ასრულებდა.

"სანსი" რაიან ანდერსონის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას აპირებს. რაც შეეხება "ჰიუსტონს" ტეხასელები დიდი ალბათობით კრისს სასტარტო ხუთეულში, ხოლო ბრენდონ ნაითს სათადარიგო სკამზე გაამწესებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები