არც რონალდუ არც სალაჰი - ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დასახელდა!
Aa
Aa

არც რონალდუ არც სალაჰი - ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დასახელდა!

დღეს მონაკოში ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა.

UEFA-მ გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეებიც დაასახელა. ბევრისდა გასაკვირად ევროპის საუკეთესო მოთამაშე ხორვატი ლუკა მოდრიჩი გახდა.

მადრიდის "რეალის" ათიანმა კრიშტიანუ რონალდუსა და მოჰამედ სალაჰს აჯობა.

დანარჩენი ჯილდოები ასევე "რეალის" მოთამაშეებმა გადაინაწილეს: საუკეთესო მეკარე - კეილორ ნავასი, საუკეთესო მცველი - სერხიო რამოსი, საუკეთესო ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ.

ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის შეტანილი წვლილისთვის UEFA-ს პრეზიდენტის მიერ დაწესებული ჯილდოს მფლობელი ლეგენდარული დევიდ ბექჰემი გახდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ გურამ კაშიას Equal Game-ის (თანასწორი თამაშის) ჯილდო გადაეცა, რომელიც მის ნაცვლად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები