როჯერ ფედერერი:
Aa
Aa

როჯერ ფედერერი: "დევისის თასი პიკეს თასი ვერ გახდება"

ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი დევისის თასის მომავალს სკეპტიკურად უყურებს.

1900 წელს დაარსებული ტურნირისთვის ფორმატის შეცვლას გეგმავენ და ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ პარტნიორულ შეთანხმებას მიაღწია საინვესტიციო კომპანია Kosmos-თან, რომლის პრეზიდენტი „ბარსელონას“ ესპანელი ფეხბურთელი ხერარდ პიკე გახლავთ.

ფედერერი ამ თემას შეეხო, თავისი პოზიცია დააფიქსირა და პიკეც გააფრთხილა.

„მე ინოვაციების მომხრე ვარ, მაგრამ არა ყველაფრის. რაც შეეხება დევისის თასის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ეს ცუდია.

ATP, ITF და ლეივერის თასის ორგანიზატორები უნდა დასხდნენ და ისაუბრონ, რომ პრობლემები მოაგვარონ.

ეს ძალიან უცნაურია, რომ ფეხბურთის წარმომადგენელი მოდის და ჩვენს სამყაროში ჩარევას ცდილობს.

პიკეს ძალიან ფრთხილად ყოფნა მოუწევს. დევისის თასი პიკეს თასი ვერ გახდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები