Aa
Aa

"რეალს" ახალი 7 ნომერი ჰყავს!

კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ მადრიდის „რეალმა“ მისი შემცვლელის შეძენა ვერ მოახერხა.

„რეალში“ პორტუგალიელის შვიდი ნომერი დღემდე ხელუხლებელი იყო, თუმცა ამიერიდან მას ახალი მფლობელი ეყოლება.

Cope-ს ინფორმაციით სამეფო კლუბის ახალი შვიდიანი მარიანო დიასი იქნება.

მადრიდელთა 25 წლის ახალწვეული, რომელიც „რეალმა“ „ლიონიდან“ 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დადგა.

რონალდუს შექმნილი ეპოქისა და დამყარებული რეკორდების შემდეგ, მისი ნომრის ტარება ადვილი ნამდვილად არ არის.

ვნახოთ რა სარგებელს მოუტანს მარიანო ხულენ ლოპეტეგის გუნდს.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ 1 სექტემბერს ლა ლიგის მე-3 ტურში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თანაქალაქელ „ლეგანესს“ უმასპინძლებს. მარიანო დიასის დებიუტს სწორედ შაბათს ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები