ოფიციალურად: კაკაბაძე
Aa
Aa

ოფიციალურად: კაკაბაძე "ლუცერნს" შეუერთდა!

საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე შვეიცარიული „ლუცერნის“ რიგებში ითამაშებს და ვაკო გვილიას თანაგუნდელი გახდება.

კლუბმა კაკაბაძის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ქართველთან 3 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

გამარჯობა, ჩემი სახელია ოთარ კაკაბაძე. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები, გუნდის მაისურით როდის ვითამაშებ. მადლობა ბიჭებს და ყველა ადამიანს, რომელიც შესანიშნავად დამხვდა. წინ „ლუცერნი“. - ამბობს ქართველი მცველი.

კაკაბაძემ ბოლო ორი სეზონი ტარაგონას „ხიმნასტიკის“ რიგებში გაატარა და ჩატარებულ 44 მატჩში 1 გოლს, 6 საგოლე პასი მიამატა.

ოთარი საქართველოს ნაკრების ღირსებას 2015 წლიდან იცავს და „ჯვაროსნების“ ფორმით 16-ჯერ უთამაშია. ვლადიმირ ვაისმა იგი ყაზახეთთან და ლატვიასთან გასამართი შეხვედრებისთვისაც გამოიძახა.

შვეიცარიის ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და 5 ტურის შემდეგ "ლუცერნს" 6 ქულა აქვს. გუნდმა სუპერ ლიგის წინა სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, თუმცა ბერძნული "ოლიმპიაკოსის" ბარიერი ვერ დასძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები