„ბასილაშვილმა სოკის ღარიბი 2018 წელი უფრო გააუფერულა
Aa
Aa

„ბასილაშვილმა სოკის ღარიბი 2018 წელი უფრო გააუფერულა" - ამერიკული გამოხმაურება

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ჯეკ სოკის მატჩს ამერიკის ღია პირველობის ოფიციალური საიტი გამოეხმაურა. Usopen.org-ის სტატიაში ვკითხულობთ:

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჯეკ სოკის ღარიბი 2018 წელი კიდევ უფრო გააუფერულა. ქართველი კარიერის საუკეთესო სეზონს აგრძელებს და Louis Armstrong Stadium-ის ტრიბუნების თვალწინ მორიგი მატჩი მოიგო.

სოკს, რომელიც ამ ტურნირის პირველ რაუნდამდე 7 თამაშიანი წაგებათა სერიით იყო, ამ სეზონში ზედიზედ 2 შეხვედრა არ მოუგია.

ამერიკელი პირველსავე გეიმში დაწინაურდა და პირველ მოწოდებაზე უაღრესად დამაჯერებელი თამაშისა და ქულსბის 89%-ის მოგების წყალობით, სეტი გამარჯვებამდე ბრეიკ-პოინტის გარეშე მიიყვანა.

ქართველმა თამაშში გარდატეხა შეიტანა, რასაც სოკის ფორჰენდიდან დაშვებული შეცდომებიც ემატებოდა, შედეგად, ამერიკის ნომერ მე-2 ჩოგბურთელი ტურნირს გამოეთიშა.

ბასილაშვილმა, რომელმაც US Open-ის ძირითად ბადეში აქამდე ორჯერ ითამაშა და მოგების გარეშე იყო, უკვე ოთხივე დიდი სლემის ტურნირის მე-3 წრეში გასვლა შეძლო (ქართველი დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში მეცამეტედ თამაშობს). მას ექნება შანსი, რომ დიდი მუზარადის ტურნირის 1/8 ფინალში კარიერაში პირველად გააღწიოს, ამისთვის კი არგენტინელი გუიდო პელას ბარიერის გადალახვა სჭირდება.

26 წლის ჩოგბურთელს კარიერის საუკეთესო სეზონი აქვს და ივლისში ATP-ს სადებიუტო ტიტული ჰამბურგში მოიგო. ამ შედეგის წყალობით, კარიერის საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებელი დააფიქსირა და მსოფლიოს 35-ე ჩოგანი გახდა, ნიუ იორკში წარმატების შემდეგ კი ამ მხრივ ახალი რეკორდი ექნება.

სოკმა 2017 წელი საუკეთესო ამერიკელი ჩოგბურთელის სტატუსით დაასრულა და პლანეტის მე-8 ჩოგანი იყო. 2011 წლიდან მოყოლებული ის ყოველწლიურად აუმჯობესებდა სარეიტინგო მაჩვენებელს, თუმცა ეს წელს არცერთ შემთხვევაში აღარ მოხდება“. - აღნიშნავს დიდი სლემის ერთ-ერთი ტურნირის ოფიციალური საიტი.

ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში კარიერაში პირველად გავიდა, ამ შედეგით კი 180 სარეიტინგო ქულა გაინაღდა. მისი შემდეგი მოწინააღმდეგე არგენტინელი, გუიდო პელა გახლავთ, რომელმაც ვეტერან იტალიელ პაოლო ლორენცის 3 სეტში მოუგო.

პელა მსოფლიოს 66-ე ჩოგანია და კარიერაში ATP-ს ტიტული არ მოუგია. იგი ძირითადად თიხის საფაროვან ტურნირებზე გამოდის, სწრაფ საფარზე კი ნაკლებად სახიფათოა. თუმცა, გავიხსენოთ, რომ პელამ წლევანდელ უიმბლდონზე მარინ ჩილიჩს 0:2-დან მოუგო.

ბასილაშვილისა და პელას მატჩის გამარჯვებული, 1/8 ფინალურ სტადიაზე რაფაელ ნადალისა და კარენ ხაჩანოვის შეხვედრაში მოგებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები