კალაშნიკოვა შემდეგ ეტაპზე გავიდა
Aa
Aa

კალაშნიკოვა შემდეგ ეტაპზე გავიდა

ამერიკის ღია პირველობაზე წარმატებული სტარტი აიღო ოქსანა კალაშნიკოვასა და იაპონელი ნაო ჰიბინოს წყვილმა.

პირველ წრეში ქართულ იაპონურმა დუეტმა ბელინდა ბენჩიჩისა და კატერინა კოზლოვას ტანდემი დაამარცხა.

შეხვედრა 2 საათსა და 23 წუთს გაგრძელდა და სამ სეტში ანგარიშით  6:4 4:6 7:6 დასრულდა. 

1/16-ფინალში კალაშნიკოვასა და ჰიბინოს მეტოქე ცნობილი დღეს გახდება .

შეგახსენებთ , რომ საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირის მასპონძელი ჯეკ  სოკი 4 სეტში ანგარისით 4:6, 6:3, 6:2, 7:6 დაამარცხა და მომდევნო წრეში არგენტინელ გვიდო პელას შეხვდება, რომელმაც იტალიელ პაულო ლორენცის სამ სეტში სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები