Aa
Aa

"ტიტები" 3 ლეგიონერით გაძლიერდა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის დებიუტანტმა  თბილისის „ტიტებმა“ სამი ლეგიონერი დაიმატა - დენი აფჩერჩი, როდ მილსი და ჟოელ ფრეიტას ალმეიდა.

აფჩერჩი (03.12.1994, 183 სმ) - ამპლუით  გამთამაშებელი გახლავთ. გასულ სეზონში  New Haven-ის კოლეჯში თამაშობდა და საშუალოდ 19 ქულა, 7 ასისტი და 5 მოხსნა ჰქონდა.

როდ მილსი(19.10.1995, 201სმ) - ამპლუით მძიმე ფორვარდია, 2014-2018 წლებში NCAA-ს ჩემპიონატის, მაიამის უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა.

32 წლის კაბო ვერდეელი ჟოელ ფრეიტას ალმეიდა (11.10.1985, სმ 1985), ყველაზე გამოცდილი ლეგიონერია, იგი „ტიტებში“ გადმოსვლამდე პორტუგალიის უმაღლესი ლიგის ბინადარ „ლუსიტანიაში’“ თამაშობდა, პოზიციით კი მსროლელია. 2014-2017 წლებში ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში გამოდიოდა, ასევე იყო კვიპროსულ „აპოლონში“. 2013 წელს კი პორტუგალიურ ‘’გიმარაეშთან’’ ერთად ქვეყნის თასი მოიგო.

ჟოელმა 2015 წელს კაბო ვერდეს ნაკრებთან ერთად აფრიკის თასზე მიიღო მონაწილეობა. 2017 წელს კაბო ვერდემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა, ალმეიდამ კი სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მისი საშუალო მაჩვენებლი 14.7 ქულას, 7.7 მოხსნა და 0.7 პას შეადგენდა.

კლუბის გენერალური მენეჯერის, გიორგი ჯაფარიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გუნდი კიდევ ერთ ლეგიონერს დაიმატებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები